მმართველი გუნდი BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად კამიტის გამოყენების შესახებ გამოთქმულ ვარაუდს, ტყუილს უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ წყლის ჭავლში ნამდვილად იყო გარეული ნივთიერება, კონკრეტულად რომელი - უცნობია. თუ არა კამიტი, მაშინ რა ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი - ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც ფხვნილს ანალიზი ჩაუტარდება. ქართული ოცნება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, სწორედ ამიტომ დავას საერთაშორისო სასამართლოებში აპირებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც მათივე შეფასებით, ამყარებს ეჭვს საერთაშორისო სამართლის დანაშაულის შესახებ. ამავდროულად, ქვეყნის შიგნით გამოძიება გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც დოკუმენტური ფილმის რესპონდენტები არიან. გამოკითხული ექიმების თქმით, კვლევა, რომელიც მედიასაშუალებამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოიყენა, მხოლოდ კლინიკურია და ქიმიური იარაღის შესახებ ცნობებსა თუ ანალიზს არ ასახავს. რა შეფასებები კეთდება საკითხზე?!
მმართველი გუნდი BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად კამიტის გამოყენების შესახებ გამოთქმულ ვარაუდს, ტყუილს უწოდებს - რა შეფასებები კეთდება საკითხზე?!