,,ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების მოწოდებით საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტი გამოდის - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები - Palitra News

,,ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების მოწოდებით საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტი გამოდის - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები

2025-12-04 15:34:37+04:00

,,ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების მოწოდებით გამოდის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტიც. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსს და ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, რეპრესიები, და რუსეთის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს. რეზოლუცია განსახილველად საგარეო საქმეთა კომიტეტს გადაეგზავნა. რა წერია რეზოლუციაში?!