დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა - ვერ გეტყვით, რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო - Palitra News

დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა - ვერ გეტყვით, რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო

2025-12-04 15:34:59+04:00

აშშ-ის სამშვიდობო გეგმა და მოლაპარაკებები - ომის დასრულების სურვილი და პოზიტიურად შეფასებული არაერთი შეხვედრა, საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მხარეებისთვის რიგი პუნქტები კვლავ სადავოა. მოსკოვში გამართული აუდიენციის შემდეგ, პირველად, რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. პუტინის თქმით, დელეგაციებს შორის ხუთსაათიანი შეხვედრა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სირთულემ განაპირობა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონმა მოსკოვს სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტის 4 ნაწილად გაყოფა შესთავაზა. რუსულ მხარესთან დიალოგის შედეგებს ამერიკული მხარე, უკრაინას მაიამიში წარუდგენს. რა ეტაპზეა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა და როგორია პოლიტიკურ მხარეთა პროგნოზები ომის დასრულების შესახებ?!