ფრაქცია “საქართველოსთვის“ BBC-ის მომზადებული საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ წევრების თქმით, აუცილებელია საკითხზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. პარტიის წევრების განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, კონკრეტულად ვინ მიიღო ქიმიური ნივთიერების წყალში გარევის გადაწყვეტილება და იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული ან კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი უკანონობა. საკითხს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ქართული ოცნება ინიციატივას მხარს არ დაუჭერს და პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომაგენლებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემენ.