უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის შემდეგაც, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ და კანცელარიისკენ მსვლელობა გამართეს - Palitra News

უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის შემდეგაც, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ და კანცელარიისკენ მსვლელობა გამართეს

2025-12-05 09:20:34+04:00

უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის შემდეგაც, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ და ამჯერად, კანცელარიისკენ მსვლელობა გამართეს. მარში ზვიად ცეცცლაძეს მიუძღვნეს, რომელიც გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. აქტივისტების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი გაგრძელდეს და დემონსტრაციებში ჩართულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდოს.. მათივე ინფორმაციით, ყოველ შაბათს ფართომასშტაბიანი აქციების ორგანიზება იგეგმება. როგორც განმარტავენ, შეზღუდვების მიუხედავად, პროტესტის გამოსახატად, სხვადასხვა გზას მიმართავენ.