2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - Palitra News

2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება

2025-12-05 09:21:34+04:00

2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე კი დაფინანსება არ გაიცემა... მთავრობის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმა კრიტიკის ობიექტია. ხელისუფლების ოპონენტები დაანონსებული ცვლილებების უკან რისკებსა და საფრთხეებს ხედავენ. მათ შორის, მიუთითებენ, რომ ინიციატივა ახალგაზრდების უფლებებს ზღუდავს და შესაძლებლობების გზას უკეტავს. თავის მხრივ, მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ რეფორმა, განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის.