საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს. საია განმარტავს, რომ გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადებს.