ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროექტის "ქალები ხელოვნურ ინტელექტში" კიდევ ერთი ნაკადის ადმინისტრირება დაასრულა - Palitra News

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროექტის "ქალები ხელოვნურ ინტელექტში" კიდევ ერთი ნაკადის ადმინისტრირება დაასრულა

2025-12-05 10:02:56+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროექტის "ქალები ხელოვნურ ინტელექტში" კიდევ ერთი ნაკადის ადმინისტრირება დაასრულა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტისა და ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით იმუშავეს. დასკვნით ღონისძიებაზე, რომელსაც ბენეფიციარებთან ერთად პარტნიორი ორგანიზაციები და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, აუდიტორიას მოწვეულმა სპიკერებმა მიმართეს და ტექნოლოგიურ სფეროში ქალების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.