გურამ მაჭარაშვილი - გახარიას გუნდმა ისტორიულ კომისიაში არ მიიღო მონაწილეობა და ახლა უნდათ, შექმნან კომისია, რომელიც დაადგენს, თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს - ცდილობენ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი - გახარიას გუნდმა ისტორიულ კომისიაში არ მიიღო მონაწილეობა და ახლა უნდათ, შექმნან კომისია, რომელიც დაადგენს, თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს - ცდილობენ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ

2025-12-05 12:10:57+04:00

ფრაქცია “საქართველოსთვის“ BBC-ის მომზადებული საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ წევრების თქმით, აუცილებელია საკითხზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. პარტიის წევრების განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, კონკრეტულად ვინ მიიღო ქიმიური ნივთიერების წყალში გარევის გადაწყვეტილება და იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული ან კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი უკანონობა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქართული ოცნება ინიციატივას მხარს არ დაუჭერს და პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემენ. იზიარებენ თუ არა მმართველი გუნდის წევრები, ოპონენტების ინიციატივას?!