საქართველოს შესახებ BBC-ის მომზადებული დოკუმენტური ფილმი კვლავ შეფასებებისა და განხილვის თემაა. ტოქსიკოლოგები, ექსპერტები, ექიმები, პოლიტიკოსები და აქტივისტები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. მათი თქმით, წყლის ჭავლის მოხვედრის შემდეგ, სიმპტომები დღეების განმავლობაში გაგრძელდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ჭავლში ქიმიური ნივთიერება გარეული იყო. თუ რომელი და არის თუ არა სავარაუდოდ, გამოყენებულ-გარეული ნივთიერება აკრძალული, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი კამიტის გამოყენებას უარყოფს. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, პასუხები საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ფხვნილს ანალიზი ჩაუტარდება. ხელისუფლება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, შესაბამისად, მმართველი პარტია არც საერთაშორისო სასამართლოებში დავას გამორიცხავს, მანამდე კი - საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს. საკითხზე დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ხელისუფლების ოპონენტები.