ფინეთის საგარეო მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - როგორია დასავლეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა - Palitra News

ფინეთის საგარეო მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - როგორია დასავლეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა

2025-12-05 12:19:28+04:00

საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა. ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა, თუმცა საქართველოს მისამართით მწვავე კრიტიკა მოისმინა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დასავლეთი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო კრიტიკულია. აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მოცემულობით, დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაც ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს. როგორია დასავლეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა?!