კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - Palitra News

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2025-12-05 12:25:54+04:00

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონშიახალი დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს.

ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 22 000 ჰექტარ ფართობზეა დაგეგმილი. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ცივგომბორის ქედზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს. განხორციელდა კვლევითი სამუშაოები, რომელმაც დაადასტურა, რომ ტერიტორიები სრულად აკმაყოფილებს რეგიონში ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.