სუს-ში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა - Palitra News

სუს-ში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

2025-12-05 14:18:48+04:00

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, გომელაურმა უწყების გამომძიებლის შეკითხვებს დღეს დილით უპასუხა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.