სუს-მა BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარებაც“ გამოკითხვა - Palitra News

სუს-მა BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარებაც“ გამოკითხვა

2025-12-05 15:09:13+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით დღეს გამოიკითხა. უწყებაში ჩვენება მისცა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.