BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოიკითხნენ. რა ტიპის ნივთიერება გამოიყენეს გასული წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად? - ამ ეტაპზე კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თუმცა ე.წ კამიტის გამოყენება საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უარყო. მთავრობის მეთაურის მხირიდან ითქვა, რომ წყლის ჭავლში ნივთიერება გარეული ნამდვილად იყო, თუმცა კონკრეტულად რომელი და იყო თუ არა ის აკრძალული ამას გამოძიება დაადგენს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს შესახებ BBC-მ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „ქართული ოცნება“ გამოცემას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. ოპონენტები საერთაშორისო მიუკერძობელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ და „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობენ. რა ეჭვები გააჩინა BBC-ის საგამოძიებო მასალამ, ვის დანაშაულზე საუბრობს ოპოზიცია და რა არგუმენტებს უპირისპირებს მწვავე კრიტიკას „ქართული ოცნება“?