აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში" - Palitra News

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში"

2025-12-05 15:27:38+04:00

ოპოზიცია „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში ისინი „MEGOBARI აქტის“ მიღებას ითხოვენ. ვითარება ახლა ასეთია აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას მიესალმება. პარალელურად შეფასებების თემაა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებებიც. „საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში განაცხადა. თავის მხრივ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა მინისტერიალზე განაცხადა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში მათ შორის დემოკრატიულ უკუსვლას შეეხებოდა.