საქართველოს შესახებ BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეტანილია - ინიციატორი ფრაქცია გახარია საქართველოსთვისაა. ექსპრემიერის თანაპარტიელებს მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისის მეშვეობით პასუხები უნდა გაეცეს კონკრეტულ კითხვებს: ვინ გასცა ბრძანება მათივე სიტყვებით უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევის თაობაზე.;იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება. ქართული ოცნება გახარიას გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს და სუს-ის მიერ გამოძიების დასრულდებას ელოდება.