პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიფოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიფოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს ბრალდება წარუდგინა

2025-12-06 13:24:53+04:00

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიფოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს ბრალდება წარუდგინა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიფოტროპული ნივთიერებები, მათ შორის, „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „ „გამომშრალი მარიხუანა“, , და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.