საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - Palitra News

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

2025-12-06 13:26:28+04:00

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი.პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ასევე, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.