წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა - Palitra News

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა

2025-12-06 13:26:59+04:00

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა. 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. საწყისი საბრძოლო მომზადების 8-კვირიანი კურსის განმავლობაში წვევამდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8-თვიანი ვადით გაივლიან.