აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, აჭარის რეგიონსა და ართვინის პროვინციას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის.