რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქალაქ გორში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც აუცილებელია ძველი, არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში გარემო პირობების გაუმჯობესების საკითხში.