მაიამიში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანიც უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე წინსვლა იყო“.მდივანმა რუსტემ უმეროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ისეთი მოგვარებაა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, უკრაინელების უსაფრთხოებას და წარმატებული დემოკრატიული მომავლისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი სახის შეთანხმების მიღწევის მიზნით რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილი ერთგულება გამოხატოს. მხარეებმა განიხილეს „მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას“. განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდება.