ურსულა ფონ დერ ლაიენი გაყინული რუსული აქტივების საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა..აღინიშნა, რომ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით ბელგიის პოზიციის უარყოფა არ შეიძლება და საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ერთნაირი რისკი აიღოს. შევთანხმდით, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი ინახება, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.