ტოკიოში გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა - Palitra News

ტოკიოში გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

2025-12-06 15:26:32+04:00

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მანამდე გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.