საპროტეტო აქციები თბილისის ქუჩებში - დემონსტრანტები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან - Palitra News

საპროტეტო აქციები თბილისის ქუჩებში - დემონსტრანტები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან

2025-12-06 20:26:53+04:00

საპროტეტო აქციები თბილისის ქუჩებში - დემონსტრანტები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. მოქალაქეების ნაწილი კი საპროტესტო აქციას ფილარმონიასთან მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები BBC-ის სიუჟეტის თაობაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. მას შემდეგ რაც ბრიტანულმა ტელეკომპანიამ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა, რომ საქართველოში გასული წლების აქციებზე დემონსტანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ქართული ოცნების ოპონენტები მოითხოვდნენ ხელისუფლებას პასუხი გაეცა კითხვაზე რა ნივთიერება იყო გარეული წყლის ჭავლში გასული წლის საპროტესტო აქციების დროს? დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ნაწილის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის აკრძალული კატეგორიის ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. სუს-ში განაცხადეს, რომ ვინაიდან წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. „კამიტის” გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, უწყება გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ აგრძელებს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. სალომე ჯაფარიძეს ვრთავთს პირდაპირ ეთერში.