ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, 2024 წლის აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს - Palitra News

ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, 2024 წლის აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს

2025-12-06 20:27:44+04:00

ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, 2024 წლის აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს. ექიმების მიერ გავრცელებული განცხადებით, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები ობიექტურ ანალიზს საჭიროებს. მედიკოსების თქმით, მათი მიზანი არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პროფესიული და ეთიკური ვალდებულებიდან გამომდინარე ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვაა.