შეიქმნება თუ არა პარლამენტში საქართველოს შესახებ BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია? - ფრაქციამ გახარია საქართველოსთვის საკანონმდებლო ორგანოში დადგენილების პროექტი უკვე შეიტანა. ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს გავა თუ არა საკითხი განსახილველად საშემოდგომო სესიაზე. გახარიას თანაპარტიელების შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის კედლებს მიღმა რჩებიან ინიციატივას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ფორმატი სანდრო არ არის. სუს-ის მიერ გამოძიების სრულად დარულებას ელოდებიან ქართულ ოცნებაში. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე? განცხადებები მაგდა ბლუაშვილმა მოისმინა.