საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

2025-12-06 21:15:34+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლის განახლებული სასწავლო გარემო დაათვალიერეს.