რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-ზე მეტი დრონი, 1 200-მდე კონტროლირებადი საავიაციო ბომბი და 70 -მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ნორმალური ცხოვრების უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურაა. იყო დარტყმა დღესაც: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებაა შვიდ რაიონში. სამწუხაროდ, სლავიანსკსა და ჩერნიგოვის რეგიონებში მსხვერპლია. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს ამ დარტყმების საპასუხოდ.
„პრიორიტეტი ნათელია: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, მეტი მხარდაჭერა ჩვენი დამცველებისთვის. ყველა შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.