გახარიას გუნდის ინიციატივას - გასული წლის საპროტესტო აქციებისას, მასების მართვისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერების საკვლევლად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, კომისია არ იქნება სამართლიანი, რადგან მასში მონაწილეთა უმეტესობა „ქართული ოცნების“ წევრი იქნება. ესქპრემიერის გუნდის წევრების ინიციატივას მხარდაჭერა არც ქართულ ოცნებაში აქვთ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, გამოძიების ნაწილში ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალეა. ხელისუფლება საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის, ისე ნივთიერებებთან დაკავშირებით სათანადო მასალების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მზაობას გამოხატავს..
ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი უკვე შეიტანა.