გაიზრდება თუ არა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ - Palitra News

გაიზრდება თუ არა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ

2025-12-08 09:21:22+04:00

გაიზრდება თუ არა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დასავლეთის ტონი „ქართული ოცნების“ მისამართით მკაფიოდ კრიტიკულია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგან. მათ შორის, საუბარია პერსონალურ სანქციებზეც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, მნიშვნელოვანია, დასავლეთმა „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გააძლიეროს.