თბილისი UCMAS მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძელია. ღონისძიება 6-7 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსი ერთ-ერთი მასშტაბური მოვლენაა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად გაიმართა. ეს ხაზს უსვამს საქართველოს როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. ღონისძიებას რამდენიმე პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანი მოსწავლე ყავს, რომლებიც სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრი 84 ქვეყნის 1500 მოსწავლეს აერთიანებს.