აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით დევნილი ბავშვებისთვის პროექტი "ჯადოსნური დღეები“ გრძელდება - Palitra News

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით დევნილი ბავშვებისთვის პროექტი "ჯადოსნური დღეები“ გრძელდება

2025-12-08 09:24:25+04:00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით დევნილი ბავშვებისთვის პროექტი "ჯადოსნური დღეები“ გრძელდება. მორიგი ღონისძიება დირსის დასახლებაში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დაესწრო. პროექტი "ჯადოსნური დღეები“, რომლებიც დევნილი ბავშვებისთვის მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებს მოიცავს, 22 ნოემბერს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით ათ ლოკაციაზე უკვე განხორციელდა.