რუსეთმა ღამით კვლავ მიიტანა სარტყლოვანი საჰაერო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე - Palitra News

რუსეთმა ღამით კვლავ მიიტანა სარტყლოვანი საჰაერო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე

2025-12-08 09:26:36+04:00

რუსეთმა ღამით კვლავ მიიტანა სარტყლოვანი საჰაერო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე - ეს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების გუნდთან კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი ჰქონდა, ფლორიდაში სამდღიანი კონსულტაციების დასრულების შემდეგ. კრემენჩუკის მერმა განაცხადა, რომ ცენტრალური უკრაინის მსხვილი სამრეწველო ქალაქი „მასშტაბური“ შეტევის სამიზნე რამდენჯერმე გახდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის პარალელურად, რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე 77 უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა 241 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 179 სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის 175 დრონი და 4 რაკეტა. ამასთან, 65 დრონის დარტყმა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორს.