საქართველოს შესახებ BBC- ის მიერ მომზადებული სიუჟეტი კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ერთი ნაწილი დასრულებულია, რომლის თანახმადაც გასული წლის აქციების დროს დემონსტრანტების დასაშლელად აკრძალული ნივთიერებები, მათ შორს ე.წ კამიტი არ გამოუყენებიათ. სუს-ი გამოძიებას ახლა მხოლოდ იმ შესაძლო დანაშაულის გამოსავლენად განაგრძობს მუშაობას, რომელიც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ქართული ოცნების განცხადებით, ნათლად ჩანს საქართელოს ინტერესების საწინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედებები, რომელშიც მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ოპოზიცია სუს-ის განცხადებებს არ ენდობა და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.