შეიქმნება თუ არა პარლამენტში საქართველოს შესახებ BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია? - ფრაქციამ "გახარია საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში დადგენილების პროექტი უკვე შეიტანა. სავარაუდოდ დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს გავა თუ არა საკითხი განსახილველად საშემოდგომო სესიაზე. გახარიას თანაპარტიელების შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის კედლებს მიღმა რჩებიან ინიციატივას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ფორმატი სანდო არ არის. "ქართულ ოცნებაში" კი საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?