BBC-ის ინფორმაციით, ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებიით, კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო - Palitra News

BBC-ის ინფორმაციით, ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებიით, კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო

2025-12-08 12:42:17+04:00

BBC-ის ინფორმაციით, ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებიით, კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. ტაილანდის ხელისუფლების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს დილით კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. კამბოჯა აცხადებს, რომ თავდასხმა ტაილანდმა დაიწყო რომ მათ საპასუხო ზომები არ მიუღიათ. ორივე ქვეყანა ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან ომში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა.