სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც BBC- ის მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალის თაობაზე არსებობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პასუხები გასცა. 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედების, 90-მდე პირის გამოიკითხვის, ჩატარებული ექსპერტიზისა და გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა. უმრავლესობის წევრების თქმით, გასული წლების აქციებზე ე.წ კამიტი არათუ გამოუწყებიათ, არამედ უწყებას არც არასდროს შეუძენია. სუს-ს გამოძიების შედეგებს არ ენდობიან ოპოზიციაში. ამბობენ, რომ მხოლოდ მიუკერძოებულ და ობიექტურ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია გასცეს სანდრო პასუხი კითხვას: რა ნივთიერება იყო გარეული წყლის ჭავლში გასული წლების საპროტესტო აქციებზე.