„გახარია საქართველოსთვის“ გუნდი, რომელიც BBC-ისმიერ მომზადებული ფილმის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ბიუროს გადაწვეტილებას ელოდება. სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიკვევა გავა თუ არა საკითხი განსახილველად საშემოდგომო სესიაზე. გახარიას თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ თუკი გასული წლების აქციაზ უკანონო ნივთიერება არ გამოუყენებით და მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქებია, ქართულმა ოცნებამ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭირს. თავად სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სუს-ის გამოძიებით საკითხი ამოწურულია, შესაბამისად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს.