პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“, რომლის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. პროექტი სხვა ცვლილებებსაც ეხება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება სისხლის სამართლის წესით ნასამართლევ პირს - მათ შორის მასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიომონიტორინგი აკრძალული იქნება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა და ქართული ოცნება ამ ნაბიჯით ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.