1. პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს განათლების კომიტეტზე მსჯელობენ. ცვლილებების თანახმად, 2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე კი დაფინანსება არ გაიცემა. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება - უცხოელი სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში სწავლას საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში შეძლებს. ახალი რეფორმის თანახმად, გარკვეულ მიმართულებებზე სტუდენტს ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 4 წლის ნაცვლად სამი წელი დასჭირდება. ორის ნაცვლად ერთ წლიანი ხდება მაგისტრატურა.