მოხალისეობის საერთაშორისო დღე საქართველოშიც 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოვებით წელს უკვე მეექვსედ აღინიშნა. ღონისძიება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის განათლების, სოციალური სფეროს, მოხალისეობის განვითარების, სპორტის, კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით გადანაწილდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან .