Reuters - იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე - Palitra News

Reuters - იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

2025-12-08 19:27:04+04:00

იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს 3 მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდეს თავს.

სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:15 საათზე აომორის პრეფექტურის სანაპიროდან დაახლოებით 80 კმ-ში მოხდა.

ამ დროისთვის დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.