ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა - Palitra News

ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა

2025-12-08 20:19:44+04:00

ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დატოვეს.

ლიდერებმა რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რეზიდენციის შენობაში დაბრუნდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონიდან ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.