ფრაქცია ,,საქართველოსთვის’’ ინიციატივა - ბიბისის დოკუმენტური ფილმის თაობაზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ დაინიცირდა. დადგენილების პროექტს უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ. გიორგი გახარიას პარტიის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. განმარტავენ, რომ სახეზეა სავარაუდო, მძიმე დანაშაული. როგორც ამბობენ, ეჭვებს ამყარებს და კითხვებს ტოვებს, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ჩატარებული გამოძიებასდმი უნდობლობა. საპასუხოდ, მმართველ გუნდში ითქვა, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის ინიციატივას ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საკითხი ამოწურულია, რამდენადაც საქმეზე გამოძიება დასრულებულია, შედეგები კი - ღია და გამჭვირვალეა.