იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“, რომლის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისას, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება - Palitra News

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“, რომლის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისას, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება

2025-12-08 20:51:53+04:00

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“, რომლის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისას, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. საკითხი სავარაუდოდ, ხვალ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება. პროექტი სხვა ცვლილებებსაც ეხება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება სისხლის სამართლის წესით ნასამართლევ პირს - მათ შორის მასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიომონიტორინგი აკრძალული იქნება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა. ქართული ოცნების წევრები საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს უცხოური ჩარევების შემცირების მიზეზით ხსნიან.