უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა. სავარაუდოდ, პარლამენტი დაგეგმილ ცვლილებებს წლის ბოლომდე მიიღებს. რეფორმის თანახმად, 2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე კი დაფინანსება არ გაიცემა. ცვლილებების ნაწილია, 3+1 მოდელიც, კერძოდ, გარკვეულ მიმართულებებზე სტუდენტს ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 4 წლის ნაცვლად სამი წელი დასჭირდება. ორის ნაცვლად ერთ წლიანი ხდება მაგისტრატურა. უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში კი - მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება - უცხოელი სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში სწავლას საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში შეძლებს.