თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

2025-12-08 20:53:36+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ღუდუშაურის გარდა ყველა ბრალდებული ესწრებოდა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაახლოებით 135 მოწმე... თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, კი - მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს საჭიროებს, პენიტენციურ სისტემაში კი აღნიშნულს ვერ იღებს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს არსებით ცვლილებას წარმოადგენს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს.