პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინეს. აჰმედ ალნუაიმი სხდომის დაწყებისას მიმართვით გამოვიდა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის დაწყებისთანავე სხდომა დაიხურა და დახურულ ფორმატში გაგრძელდა. არაბ დიპლომატთან შეხვედრისა და საუბრის თემა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ელჩის მოსმენა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვა, ნორმალური სამუშაო პროცესის ნაწილია.